მენიუ დახურვა

Tech Clubs “ევროპის დღეები 2023”-ზე

6 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელიც შეუერთდა და დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიმდინარე, განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State Universityს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park, ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation თანამშრომლობით.

პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული მოსწავლეებისთვის.