მენიუ დახურვა

NASA Space Apps Challenge 2023 საქართველოს რეგიონებში, 8 ლოკაციაზე 6-8 ოქტომბერს გაიმართა.

NASA Space Apps Challenge 2023 საქართველოს რეგიონებში, 8 ლოკაციაზე 6-8 ოქტომბერს გაიმართა.

ღონისძიება გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვიტარების ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ფარგლებში

ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ Alta • ალტა და კომპანია ინოტექი, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურ პრიზები გადასცეს

ჰაკათონის პარტნიორი იყო ასევე რედბული და ქომუნითი პარტნიორი-კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია “CG Georgia”

ჰაკათონზე ჯამში 600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, ფინალური ეტაპისთვის კი 350 ადამიანი შეირჩა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა გუნდებმა ჯამში 75 იდეა წარმოადგინეს.

აღნიშნული ღონისძიება იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური, ვინაიდან Space Apps ხორციელდებოდა სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზაზე: ახმეტა, თელავი, გურჯაანი, კასპი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი.

ფინალური იდეების წარდგენა ერთდროულად გაიმართა ღონისძიების სხვადასხვა ლოკაციაზე და თითო ლოკაციაზე რჩეული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეაც NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ ნომინაციაზე წარსდგება.

შერჩეული მონაწილეებისთვის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური მოხსენებები, მენტორინგი და ვორკშოპები,სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქოდათ მოესმინათ მათთვის სასურველი ინფორმაცია ჰაკათონისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თემატიკის შესახებ.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონია, რომელიც 225-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელი გლობალური ჰაკათონი NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდებოდა და მთავარი თემა იყო- “Explore Open Science Together”!

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park , Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერიდა ინოვაციური განათლების ფონდის Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.