მენიუ დახურვა

Game Jam ოზურგეთი

ევროკავშირის მხარდაჭერით, ოზურგეთის ტექნოპარკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ინოვაციური განათლების ფონდისა და Smart Digital-ის ორგანიზებით 17-18 დეკემბერს, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართება “Game Jam ოზურგეთი“, რომელიც მიზნად ისახავს Game Development-ის მიმართულებით საზოგადოების დაინტერესებასა და ახალი თამაშების შექმნას.

Game Jam ოზურგეთი მიზნად ისახავს Game Development-ის მიმართულებით საზოგადოების დაინტერესებას, და ახალი, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე თამაშების შექმნასა და Game Development-ის თემატიკის გარშემო კავშირების ჩამოყალიბებას.

პროექტის დასასრულს მონაწილეები საკუთარ იდეებსა და თამაშის პროტოტიპებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი/გუნდები.

პარტნიორები და პრიზები:

“Game Jam ოზურგეთი“-ს მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 5000 ლარის ოდენობით.

ინოვაციური განათლების ფონდი და კომპანია “Smart Digital” რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 2000 ლარის ოდენობით.

“Game Jam ოზურგეთი“-ს მხარდამჭერია Broccoli IT Specialist, რომელიც რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 1000 ლარის ოდენობით.

ჩვენი ქომუნითი პარტნიორია CG Georgia

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 16 წელს ზემოთ, ვისაც აქვს სურვილი,ცოდნა, გამოცდილება ან ინტერესი თამაშების, დეველოპმენტის, დიზაინის, მუსიკის, ხელოვნების ან ნებისმიერი იმ დარგის/საგნის მიმართ, თამაშის შესაქმნელად მნიშვნელოვანია.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად,ისე ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 ადამიანია.

📎 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/tkiQ5hrtAyV6sJ1Z7

რეგისტრაცია სრულდება 15 დეკემბერს, 23:59 საათზე.

ფორმატი: ფიზიკური

ადგილმდებარეობა: ოზურგეთის ტექნოპარკითარიღი: 17-18 დეკემბერი

პროექტი ხორციელდება ოზურგეთის ტექნოპარკის, ინოვაციური განათლების ფონდისა და “Smart Digital”-ის ორგანიზებით.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.