მენიუ დახურვა

მხარდაჭერა

პროექტი არ ითვალისწინებს სკოლების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებსა და კურიკულუმს, ჩატარდება სპეციალური ტრენინგი კლუბის შექმნისა და მართვისთვის.

პროექტის ფარგლებში ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლისა და მიმაგრებული მენტორის მუშაობა.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ საჯარო სკოლებს, საქართველოს მასშტაბით. სკოლების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება.

 

პირველ წელს შეირჩევა ის სკოლები, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო. Პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. Სკოლებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.