მენიუ დახურვა

DIGIEDUHACK 2021:ციფრული განათლება მომავლისთვის

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი “ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future”, რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” და ინოვაციური განათლების ფონდი.

DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად მდგრადი მსოფლიოსთვის. 2021 წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან (IRCAI) თანამშრომლობით.

ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები სხვადასხვა თემატიკაზე საგანმანათლებლო მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

ადგილობრივი ჟიურის წევრები იქნებიან:

  • ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი;
  • ავთანდილ მღებრიშვილი– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი;
  • ერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • სანდრო ასათიანი– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
  • დავით ჩეჩელაშვილი– ანტერპრენერი , მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების
  • სპეციალისტი;
  • მერაბ ლაბაძე– ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
  • ნატო ჩაკვეტაძე- 500 Startups -ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • სესილი ვერძაძე-გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი, UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია
  • მიხეილ წიკლაური- Apple -ის მთავარი ტექნოლოგიური ლიდერი.

პარტნიორები:პარტნიორები:

  •  ჰაკათონის პარტნიორია UNDP Accelerator Lab;
  •  ჰაკათონს პარტნიორობას უწევს TBC Z;
  •  ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;
  •  ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Innotec;
  •  პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ;
  •  ჰაკათონის მედიაპარტნიორია NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები
  •  ჩვენი ქომუნითი პარტნიორია CG Georgia

 ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი რჩეულ გუნდს გადასცემს;
  •  UNDP Accelerator Lab თავის რჩეულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს;
  •  ჰაკათონის პარტნიორი TBC Z, გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 2000 ლარის ოდენობითა და ბრენდირებულ საჩუქრებს;
  •  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო თავის რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 1500 ლარის ოდენობით;
  •  ევროკავშისის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი თავის რჩეულ გუნდს გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
  •  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park) თავის რჩეულ გუნდს – ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
  •  კომპანია Innotec-ი თავის რჩეულ გუნდს – ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს.

ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული ჰაკათონი ონლაინრეჟიმში გაიმართება.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 14 წელს ზემოთ: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ციფრული განათლებით.

რის შესახებ იქნება გამოწვევები?

წლევანდელ ჰაკათონში გვექნება რამდენიმე მიმართულება, რომლის არჩევასაც შეძლებენ მონაწილე გუნდები:

  •  აპლიკაციის / პლათფორმის შექმნა
  •  კომპიუტერული / სამაგიდო თამაშის შექმნა
  •  მონაცემთა დამუშავება განათლების მიმართულებით

დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება ციფრული განათლება. აღნიშნული მიმართულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან აპლიკაციები, პლატფორმები, საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები(როგორც სამაგიდო, ისე კომპიუტერული) იმუშაონ მონაცემებზე და დაადგინონ, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს, გააძლიერონ საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ სფეროში

 რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელი იქნება ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს.

ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 5 ადამიანია.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

გუნდში აუცილებელია, რომ მინიმუმ ერთმა წევრმა იცოდეს ინგლისური ენა, ვინაიდან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/EckkdtCPmsh8ZQwE6

ასევე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე:

https://digieduhack.com/en/participate

რეგისტრაცია სრულდება 4 ნოემბერს, 23:59 საათზე.

2021 წელი