მენიუ დახურვა

DIGIEDUHACK 2021:ციფრული განათლება მომავლისთვის-გამარჯვებულები

ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის ჰაკათონის ციფრული განათლება მომავლისთვის • Hackathon • Digital Education For Future ფინალი 10 ნოემბერს გაიმართა. ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში მიმდინარეობდა.

ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” და ინოვაციური განათლების ფონდი.

ჰაკათონზე ჯამში 250 ადამიანი დარეგისტრირდა, ფინალური ეტაპისთვის კი 163 ადამიანი შეირჩა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა გუნდებმა 43 საგანმანათლებლო იდეა წარმოადგინეს.

კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი Cosmotronix, რომელიც საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის სკოლებიდან საკმაოდ აქტიურად იყვენენ ჩართული მოსწავლეები და ჯამში 9 სკოლის გუნდმა მიიღო ჰაკათონში მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA • Tech Park), კომპანია Innotec-მა გამოავლინეს რჩეული გუნდები ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებიდან. თითოეულ რჩეულ გუნდს გადაეცა არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრები.

რჩეული გუნდები:

  • მატრიქსი-ახაშნის საჯარო სკოლა
  • Myrobot.ge– ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლა
  • TECH-N³EM-სსიპ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლა

ადგილობრივი ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი;
  • სანდრო ასათიანი– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
  • მერაბ ლაბაძე– ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
  • სანდრო ასათიანი– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
  • მერაბ ლაბაძე– ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
  • გიგა გოცირიძე-სანდიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი;
  • მამუკა აფაქიძე– ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკის მთავარი სპეციალისტი;
  • ვახტანგ ბალავაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი;
  • ნატო ჩაკვეტაძე- 500 Startups -ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • სესილი ვერძაძე-გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი, UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია.

პროექტის მხარდამჭერია კომპანია ბილაინი

 ჰაკათონის მედიაპარტნიორი იყო NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები