
ავთანდილ მღებრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი; ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ტექნიკური მენეჯერი.
ავთანდილი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. ბოლო წლებში იგი ახორციელებს პროექტებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ფოკუსირებულია არაფორმალური განათლების, მეწარმეობის, ტექნოლოგიური საგნების და სხვა STEAM მიმართულებების შესახებ სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მიწოდებაზე. თავისი კარიერის განმავლობაში ის დაეხმარა 300-ზე მეტ სტარტაპსა და მცირე ბიზნესს იდეის ჩამოყალიბებაში, დიზაინისა და წარმოებისთვის საბოლოო პროტოტიპის შექმნაში და ეს სტარტაპები აქტიურად ფუნქციონირებენ ქართულ ბაზარზე.