18 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბათუმის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
💡 ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა სკოლების ჩართვის შესაძლებლობებზე.
🗣️ ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს პროფესორ ნანა დიხამინჯიას საჯარო ლექცია თემაზე: „მომავლის პროფესიები“
🗣️ მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ბიოტექნოლოგიების ექსპერტ გეილ გენონის ლექცია თემაზე: „ბიოტექნოლოგიები დღეს“.
🗣️ მონაწილეებს ასევე შეხვდა კიბერ აკადემიისა და “Cyber Solutions” – ის თანადამფუძვნებელი ზურაბ მესხიძე შეხვდა.
👩💻 ღონისძიებას ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ტექნოლოგიური კლუბების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და ამ მიმართულებით კადრების მომზადების საჭიროებასა და პროექტთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
🚀 პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
🤝 პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.
მონაწილე სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა აჭარაში
