მენიუ დახურვა

3D მოდელირების ტრენინგკურსის პრეზენტაცია გაიმართა კასპის N1 და კასპის N2 საჯარო სკოლებში

ევროკავშირის მხარდაჭერით , ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის Youth Tech Clubs Network • ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი _ს ფარგლებში,3დ მოდელირების ტრენინგ კურსის პრეზენტაცია გაიმართა კასპის #1 და #2 საჯარო სკოლებში.

ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმომადგენლებმა,ტრენერმა შოთი ჯავახიშვილმა და კასპის ინოვაციების ცენტრის მენეჯერმა ხატია ბაინდურაშვილმა ბენეფიციარებს გაუზიარეს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:

  • სამგანზომილებიანი გრაფიკის მიმოხილვა
  • საწყისი ობიექტების შექმნა
  • კომპონენტების დაკავშირება
  • სკეჩინგი
  • 3D მოდელირება
  • სკულპტინგი
  • ძირითადი ფორმების და რთული ობიექტების შექმნა
  • ანიმაცია
  • რენდერი
  • რეალისტური მატერიალების შექმნა
  • ტიპოლოგია
  • 3D პრინტერისთვის დიზაინის გამზადება
  • 3D მოდელირების ფაილის ფორმატები

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) , ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.”