მენიუ დახურვა

ჰაკათონში ,,ციფრული განათლება მომავლისთვის“ რჩეული გუნდების დაჯილოდება გურჯაანში

2021 წლის 2 დეკემბერს გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლების დაჯილდოება, რომლებიც ილიაუნის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გამართული ჰაკათონის,,ციფრული განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში რჩეულ სკოლებად დასახელდნენ.

 ჰაკათონის თანაორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” და ინოვაციური განათლების ფონდი.

დაჯილდოების ფარგლებში რჩეულ გუნდებს მატრიქსს-ახაშნის საჯარო სკოლიდან და Myrobot.ge- ს ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლიდან გადაეცათ არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრები, აგრეთვე სერტიფიკატები.

Myrobot.ge- ის გუნდის წევრები იყვნენ

  • ნინო სვიმონიშვილი
  • მარიამ სვიმონიშვილი

მატრიქსის გუნდის წევრები იყვნენ:

  • დეა არევაძე
  • სალომე კობიაშვილი
  • მაკუნა მელექსაშვილი
  • მარიამ ნიკოლაშვილი

ახმეტის ინოვაციების ცენტრის ახალგაზრდების გუნდის, My Robot -ის იდეა ციფრული „ჩეტბოტის“ პროტოტიპის შექმნას უკავშირდება, რომლის განხორციელებისთვისაც გუნდი GITA – ს საგრანტო კონკურსებშიც აპირებს მონაწილეობას. გურჯაანის ტექნოპარკის ბენეფიციარების გუნდის ,,მატრიქსის“ იდეა კი ციფრული გლობუსის შექმნაა.

ჰაკათონი საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდებოდა.DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ადგილობრივი ჰაკათონის მთავარი გამარჯვებული გუნდი კი Cosmotronix გახდა, რომელიც საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას.

ადგილობრივი ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი;
  • ავთანდილ მღებრიშვილი– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი;
  • ერეკლე მაღრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • სანდრო ასათიანი– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
  • დავით ჩეჩელაშვილი– ანტერპრენერი , მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების
  • სპეციალისტი;
  • მერაბ ლაბაძე– ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
  • ნატო ჩაკვეტაძე- 500 Startups -ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • სესილი ვერძაძე-გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი, UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია
  • მიხეილ წიკლაური- Apple -ის მთავარი ტექნოლოგიური ლიდერი.

პარტნიორები:

  •  ჰაკათონის პარტნიორია UNDP Accelerator Lab;
  •  ჰაკათონს პარტნიორობას უწევს TBC Z;
  •  ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;
  •  ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Innotec;
  •  პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ;
  •  ჰაკათონის მედიაპარტნიორია NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები
  •  ჩვენი ქომუნითი პარტნიორია CG Georgia

ვრცლად ჰაკათონის შესახებ:
https://www.facebook.com/events/2645750515733501