მენიუ დახურვა

ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2023

NASA Space Apps Challenge 2023 ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის მიერ და მას მხარს უჭერს  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park).

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი და Zoomout-ი.

ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იქნება, რადგან Space Apps ერთდროულად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზებზე.  

“NASA Space Apps Challenge 2023 ხორციელდება კასპის, ზუგდიდის, ბათუმის, ოზურგეთის, თელავის, გურჯაანის ტექნოპარკების, ახმეტის ინოვაციების ცენტრისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის პარტნიორობით.

დეტალური ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ჰაკათონის ქომუნითი პარტნიორია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია “CG Georgia”.

შერჩეული მონაწილეებისთვის ჰაკათონის დროს წაიკითხავენთემატურ მოხსენებებს, გაიმართება მენტორინგი და ვორკშოპები, საბოლოოდ კი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

რა არის NASA Space Apps Challenge?

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონია, რომელიც 225-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელი გლობალური ჰაკათონი NASA-სა და  13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება. NASA-ს ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას გვთავაზობს, რომელთა გარშემოც შემდეგ მონაწილეებს უწევთ მუშაობა. 2023 წელს ჰაკათონის მთავარი თემაა “Explore Open Science Together”!

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 პირია (ინდივიდუალურად რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეები ჰაკათონის მიმდინარეობისას დაჯგუფდებიან და/ან შეძლებენ დაიმატონ წევრები).

იმის მიუხედავად, ჯგუფი როდის შეიქმნება, Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის დაწყების უფლება.

აუცილებელია, გუნდის მინიმუმ ერთმა წევრმა იცოდეს ინგლისური ენა, რადგან თუ თქვენი პროექტი გაიმარჯვებს, მას Global Awards-ზე წარადგენენ.

განაცხადს ავსებს გუნდის ერთი წარმომადგენელი, რომელიც ფორმაში უთითებს ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაციას.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

15 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნოს ინოვაციური გადაწყვეტები.

წელს გვაქვს 30 გამოწვევა 15 კატეგორიის მიმართულებით:

  • დამწყები/ახალგაზრდობა
  • “Intermediate”
  • “Advanced”
  • ხელოვნება
  • ასტროფიზიკა
  • კლიმატი
  • მრავალფეროვნება და თანასწორობა
  • დედამიწა
  • თამაშები
  • აპარატურული უზრუნველყოფა
  • ღია მეცნიერება
  • პლანეტები და მთვარეები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • კოსმოსური კვლევა
  • მზე

დეტალურად გამოწვევების შესახებ: https://www.spaceappschallenge.org/2023/challenges/

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:https://forms.gle/9ERjwaF35oGLsbSQ6

გთხოვთ, რეგისტრაციის დროს მონიშნოთ ის ლოკაცია, სადაც იღებთ მონაწილეობას.

რეგისტრაცია სრულდება 1 ოქტომბერს, 23:59 საათზე.

ჰაკათონი გაიმართება ადგილზე, თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონებში – რეგიონული ტექნოპარკების ბაზებზე.

დაიწყება 6 ოქტომბერს და 48 საათს გაგრძელდება, 8 ოქტომბერს კი გაიმართება დემო დღე-ფიჩინგი და დაჯილდოების ღონისძიება.

ჰაკათონის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ონლაინზუმის მეშვეობით. დაინტერესებული პირები დასწრებას შეძლებენ შემდეგი ბმულის საშუალებით:https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/87615100461

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge (თითოეულ ლოკაციაზე მიმართეთ შესაბამის კოორდინატორს)

კითხვა-პასუხი:https://bit.ly/45GxU2u