მენიუ დახურვა

ჰაკათონი – ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 17-18 დეკემბერს კასპის ტექნოპარკში გაიმართება ჰაკათონი – ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომელსაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და შესაძლებლობა ექნებათ კასპის ტექნოპარკში ორი დღის განმავლობაში იმუშაონ პრობლემ(ებ)ის გადაჭრაზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:

  • შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები;
  • ტექნოლოგიური შესაძლებლობები;
  • პროდუქტის ბაზართან თავსებადობა, პოზიციონირება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება;
  • ბიზნეს მოდელი (Canva) ;
  • ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს მენტორები დაეხმარებიან საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში.
  • პროექტის დასასრულს მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი/გუნდები.
  • ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 5000 ლარი

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისნიერ 15 წელს ზემოთ პირს;

ინჟინერიით, პროგრამირებითა და დიზაინით დაინტერესებულ 15 წელს ზემოთ პირებს;

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 ადამიანია.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: shorturl.at/hrQV2

რეგისტრაცია სრულდება 15 დეკემბერს, 23:59 საათზე.

ფორმატი: ფიზიკური

ადგილმდებარეობა: კასპის ტექნოპარკი (კასპი, აღმაშენებლის ქუჩა)

თარიღი: 17-18 დეკემბერი

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ფაბლაბ ტექნოპარკის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით.

ღონისძიების პარტნიორია ინოვაციური განათლების ფონდი და Smart Digital

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.