მენიუ დახურვა

ხალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო მოსამზადებელი კურსი პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2022

ევროკავშირის მხარდაჭერით, 12 მარტს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო მოსამზადებელი კურსი პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2022, რომელზეც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ სრულად დაეუფლონ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.

The Moon Camp Challenge 2022 არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით. კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • შექმნან საკუთარი დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
  • შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
  • გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
  • იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.

კურსს უძღვება ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში დაეხმარება და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებს ჩაუტარებენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.”