მენიუ დახურვა

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ფარგლებში 29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს მიღწევები, მთავარი მიზნები, ასევე ჩატარდა ტექნოლოგიური საინფორმაციო მოხსენება პროექტის მთავარი განმახორციელებელი პირების მიერ.

გარდა ამისა „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები მათი გამოცდილებისა და პროექტების შესახებ.

საქართველოს ტრანსფორმაციის ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართებოდა და მისი ერთ-ერთი პარტნიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

ფორუმის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების, გამოწვევევების და საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების განხილვისთვის შექმნას პლატფორმა ისეთი განსხვავებული  მხარეებისთვის, როგორიცაა საჯარო და კერძო სექტორები, აკადემია და სამოქალაქო საზოგადოება.

 „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park, ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული სკოლის მოსწავლეებისთვის