მენიუ დახურვა

ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი

ევროკავშირის მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ფარგლებში 29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს მიღწევები, მთავარი მიზნები, ასევე ჩატარდება ტექნოლოგიური საინფორმაციო მოხსენება პროექტის მტავარი განმახორციელებელი პირების მიერ. გარდა ამისა „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს კურსდამთავრებულები სხვადასხვა რეგიონიდან ადგილზე გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციებს მათი გამოცდილებისა და პროექტების შესახებ. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც.

საქართველოს ტრანსფორმაციის ფორუმი ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს ICT კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება და მისი ერთ-ერთი პარტნიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

ფორუმის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციების, გამოწვევევების და საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების განხილვისთვის შექმნას პლატფორმა ისეთი განსხვავებული მხარეებისთვის, როგორიცაა საჯარო და კერძო სექტორები, აკადემია და სამოქალაქო საზოგადოება. 29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება მიეძღვნება განათლების სფეროს.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park , Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი-ისა და ინოვაციური განათლების ფონდის Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული სკოლის მოსწავლეებისთვის.