მენიუ დახურვა

ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კონფერენცია ტრენერებისთვის-დღე III

ევროკავშირის მხარდაჭერით, ბაკურიანში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ფარგლებში 20-22 მაისს ტრენერთა კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდთ დასწრებოდნენ ტრენინგებსა და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

ბოლო დღეს მონაწილეებმა კვლავ მიიღეს ინფორმაცია საინტერესო საკითხების შესახებ:

  • ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონიტორინგის კოორდინატორმა ფატი წერეთელმა ისაუბრა საგანმანათლებლო პრაქტიკებზე და ტრენერებთან ერთად იმსჯელა განათლების პერსპექტივებზე.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ტექნიკურმა მენეჯერმა ავთანდილ მღებრიშვილმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია მომავლის პროფესიების შესახებ.
  • სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა, მურო თაკალანძემ კი მონაწილეებთან ტექნოლოგიური კლუბების კომუნიკაციებსა და სტილზე ისაუბრა.

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.