მენიუ დახურვა

ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კონფერენცია ტრენერებისთვის-დღე II

ევროკავშირის მხარდაჭერით, ბაკურიანში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კონფერენცია ტრენერებისთვის გრძელდება.
კონფერენციის მეორე დღეს სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა:

  • მონაწილეებს პლატფორმა Techclubs.ge ტრენინგი Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი -ს წარმომადგენელმა შოთა მურცხვალაძემ ჩაუტარა,
    ვებ-დეველოპმენტის ტრენდებზე ნუკრი ტუსიშვილმა ისაუბრა.
  • ინოვაციური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ლაბაძემ ტრენერებთან ერთად იმსჯელა ტექკლუბების განვითარების პერსპექტივებზე და მათ ტექკლუბებისთვის შექმნილი კლუბების მართვის გაიდლაინი გაუზიარა.
  • ანტერპრენერმა, მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების სპეციალისტმა
    დავით ჩეჩელაშვილმა კი მონაწილეებთან მიზნების დასახვაზე, პრობლემების განხილვასა და გონებრივ იერიშზე ისაუბრა.

დღის ბოლოს მონაწილეებმა გუნდებში ტექკლუბების განვითარების გეგმაზე იმუშავეს, დაგროვილი გამოცდილების მიხედვით შეიმუშავეს სტრატეგიები, რომელიც მოგვიანებით პრეზენტაციების სახით ერთმანეთს გაუზიარეს.
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.