მენიუ დახურვა

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია – ვანის სკოლაში

ევროკავშირის მხარდაჭერით, 17 მარტს, ქალაქ ვანის # 2 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პროგრამირების კურსის წარმატებით გავლისთვის გადაეცათ.

მონაწილეები ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმომადგენელმა, პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB- ის მენეჯერმა – გიორგი ჩაჩუამ და ქ. ვანის # 2 საჯარო სკოლის დირექტორმა თეონა ადეიშვილმა დააჯილდოვეს.

„ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და სამომავლოდ დაეუფლნონ მრავალ მოთხოვნად პროფესიას, მსგავსი სახის პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაიონის სკოლების მოსწავლეებისთვის, რადგან მათ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ამ მიმართულებით. სკოლის მხრიდან კლუბს აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა და გადაწვყეტილი გვაქვს კლუბის წარმატებული მოსწავლეები დამატებით დავაჯილდოვოთ სმარტ მოწყობილობით (პლანშეტით), რაც მათ წაახალისებს და კიდევ უფრო გაუზრდის მოტივაციას.

თეონა ადეიშვილი- ქ. ვანის # 2 საჯარო სკოლის დორექტორი.

კლუბის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე გადავწყვიტე მასში ჩართვა, ვარ აბიტურიენტი და ვაპირებ სწავლა გავაგრძელო კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით, შესაბამისად ტექნოლოგიების კლუბში მიღებული ცოდნა და გამოცდილება პროგრამირების მიმართულებით, დამეხმარება სტუდენტობის პერიოდში, რათა კიდევ უფრო გავიღრმავო ჩემი ცოდნა და ჩამოვყალიბდე, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი.

ანა აბრამიძე. ქ. ვანის # 2 სკოლის 12 კლასის მოსწავლე.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ European Union in Georgia დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park, ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.”