მენიუ დახურვა

საქართველოს 9 რეგიონში ICT კურსებზე მიღება იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს 9 რეგიონში ICT კურსებზე მიღებას იწყებს.

თუ გაინტრესებს ICT კურსები და გსურს განავითარო საკუთარი შესაძლებლობები 15 დეკემბრიდან შეგიძლია სასურველი პროფესიის შესწავლა დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ICT კურსები მოიცავს შემდეგ 3 მიმართულებას:

  • გრაფიკული დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი
  • Front-end Development

კურსებს გაუძღვებიან დარგის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან შეისწავლოთ ვებპროგრამირების საწყისები Front end (HTML, CSS, გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან მუშაობის ტექნიკები, ციფრული მარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკები.

ტრენინგები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ონლაინ ისე ფიზიკურ სივრცეში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონალური ცენტრების ბაზებზე.

ტრენინგების დასრულების შემდგომ თითოეული კურსის მონაწილე იმუშავებს ფინალურ პროექტზე.საბოლოოდ კი წარმატებულ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდებიან სეტიფიკატებით.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსების გავლა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის 13 წელს ზემოთ, ვინც ცხოვრობს საქართველოს შემდეგ რეგიონებში: რუსთავი, გურჯაანი, ყვარელი, კასპი, ბათუმი, ოზურგეთი, წალენჯიხა, ქუთაისი, ამბროლაური.

გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღება ცხადდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • გურჯაანი
  • ყვარელი
  • ბათუმი

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/h17iyQNLqEMKr2uG7

ციფრული მარკეტინგის კურსზე მიღება ცხადდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • ოზურგეთი
  • კასპი
  • წალენჯიხა

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/MfXN1AvcAweBvrdG6

Front-end Development-ის კურსზე მიღება ცხადდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • რუსთავი
  • ქუთაისი
  • ამბროლაური

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/kpAT4J6v422QAhH87

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის, 14 დეკემბრისა

ტრენინგები არის უფასო. მონაწილეების შერჩევა მოხდება პირადი მოტივაციის საფუძველზე, რომელსაც სააპლიკაციო ფორმაში დააფიქსირებენ.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.