მენიუ დახურვა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაციის დაწყება

2021 წლის 20 დეკემბრიდან საქართველოს რეგიონების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგისტრაცია იწყება.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 5 პროფესიული კოლეჯი შეირჩევა.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში – სულ 90 სკოლასა და 10 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი არ ითვალისწინებს პროფესიული კოლეჯების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. Პროექტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯი მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებს და კურიკულუმს, სპეციალურ ტრენინგს კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის და საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა.

პროფესიული კოლეჯის ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექ კომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.

ვის შეუძლია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანება?

შეირჩევა ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი.

Პროექტში მონაწილეობის მისაღებად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.

როგორ უნდა გახდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება პროექტის მონაწილე?

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 20 იანვრისა.

სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/To3E5wENEpcsMnZr5

აპლიკაციების განხილვის შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2022 წლის 30 იანვრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ფეისბუქგვერდი – https://www.facebook.com/TechClubsNetwork

ელფოსტა: info@techclubs.ge

ტელ: 551 615 111- ტრენინგების კოორდინატორი ნათია ცხოვრებაშვილი