მენიუ დახურვა

პანელური დისკუსია თემაზე: „ახალგაზრდა მეცნიერი ქალები”

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზაციასთან “ქალები ცვლილებებისათვის” ერთად, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტის ფარგლებში გთავაზობთ პანელურ დისკუსიას თემაზე: „ახალგაზრდა მეცნიერი ქალები”.

შეხვედრის ფარგლებში ელექტრომაგნიტური თავსებადობის დიზაინ-ინჟინერი კომპანია გუგლში თამარ მახარაშვილი, ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნულ სამეცნიერო ინსტიტუტის პოსტდოკი ნინო შარიქაძე და ბერნის უნივერსიტეტის დოქტორანტი მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით ანა ყალიჩავა ისაუბრებენ თემებზე:

  • 21-ე საუკუნის გამოწვევები მეცნიერებაში და მათი გადაჭრის გზები;
  • ახალგაზრდა ქალების ჩართულობა მეცნიერებაში;
  • მომავლის პერსპექტივები მეცნიერებაში.

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი. გარდა სწავლებისა და კვლევისა, იგი მონაწილეობს განათლების ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში და აქტიურად უწყობს ხელს ქალთა მონაწილეობას როგორც ტექნოლოგიებში, ისე ინჟინერიაში.

მომხსენებლების შესახებ:

  • თამარ მახარაშვილი – ელექტრომაგნიტური თავსებადობის დიზაინ-ინჟინერი კომპანია გუგლში. მან ელექტრული ინჟინრის დოქტორის ხარისხი 2019 წელს მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიიღო. დოქტორანტურაში სწავლის პარალელურად თამარმა სტაჟირება გაიარა ეფლში 2017 წელს და გუგლში 2019 წელს.
  • ნინო შარიქაძე -ბაკალავრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე,ხოლო მაგისტრის-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფარმაციის ფაკულტეტზე.ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, თემაზე, ფლავონოიდი ნობილეტინის გავლენა მიტოქონდრიების ენერგეტიკულ ცვლაზე ამჟამად მუშაობს ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნულ სამეცნიერო ინსტიტუტში პოსტდოკის პოზიციაზე და იკვლევს სიგმა-1 რეცეპტორის როლს სტრეს ჰორმონების რეგულაციაში.
  • ანა ყალიჩავა – ბაკალავრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო მაგისტრის – ტეხასის უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით. ამჟამად ანა ბერნის უნივერსიტეტში მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით.

დრო: 11 თებერვალი, 20:00 – 21:00 საათი

დასწრება თავისუფალია, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/6Kt4uPDskPNpqDj28

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 თებერვალი, 19:00 საათი (შეხვედრის ბმულს მიიღებთ შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე)

ფორმატი: დისტანციური, Zoom და ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქლაივი – https://www.facebook.com/FabLabIliauni