მენიუ დახურვა

ონლაინ შეხვედრების სესიები- “ტექ პროფესიები”-3D ანიმაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება ონლაინ შეხვედრების სესიები “ტექ პროფესიები”.

2022 წლის 2 ივლისს, 19:00 საათზე, აღნიშნული სესიების ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა 3D ანიმაციის შექმნის შექმნის შესახებ.

ვებინარის სტუმარი იქნება კომპიუტერული გრფიკოსი საბა ჩხაიძე, უმეტესობისთვის ცნობილი, როგორც უცხო მოყმე, საბზირო

 ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა პირადი გამოცდილების გაზიარებას, თუ როგორ დაიწყო აღნიშნულ სფეროში საქმიანობა და რამ უბიძგა ამისკენ, ასევე განხილული იქნება კომპიუტერული გარფიკის სფერო, მისი განვითარების ეტაპები და დასაქმების პერსპექტივები.

რაც შეეხება ვებინარის მეორე ნაწილს, მომხსენებელი ისაუბრებს პირადი პროექტების შესახებ, გაგვიზიარებს მათი შექმნის ისტორიას, ინსპირაციის წყაროებს და სამომავლო გეგმებს.

საბას ნამუშევარი – https://fb.watch/dF-d9jOcVE/

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრის ბმულის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/S4oMJkjX5JsB5Mwq7

შეხვედრის ბმულს მიიღებთ შეხვედრამდე 2 საათით ადრე

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.”

დრო: 2 ივლისი, 19:00 საათი

Facebook გვერდი