მენიუ დახურვა

ონლაინ შეხვედრების სესიები- “ტექ პროფესიები”-თამაშების შექმნა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება ონლაინ შეხვედრების სესიები “ტექ პროფესიები”.

30 აპრილს, 19:00 საათზე, აღნიშნული სესიების ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა თამაშების შექმნის შესახებ, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თამაშების ინდუსტრიას, რატომ არის აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანი და გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრის მომხსენებელი იქნება გიორგი ჭყრუნიშვილი-AnimatronX-ის დამფუძნებელი, რომელიც მიმოიხილავს თამაშების ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს, გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას თუ როგორ შეიქმნა AnimatronX და გაგაცნობთ მათ მიერ შექმნილ ქართულ VR თამაშს.

AnimatronX-ის ნამუშევარი – https://fb.watch/cHoEJ9f7Eg/

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრის ბმულის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/o96hiTM1cU2ccSv49
შეხვედრის ბმულს მიიღებთ შეხვედრამდე 2 საათით ადრე

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.”

დრო: 30 აპრილი, 19:00 საათი

Facebook გვერდი