მენიუ დახურვა

ონლაინ შეხვედრების სესიები- “ტექ პროფესიები”-ვორდპრეს დეველოპმენტი


ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება ონლაინ შეხვედრების სესიები- “ტექ პროფესიები”.

14 აპრილს, 20:00 საათზე, აღნიშნული სესიების ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა ვორდპრეს დეველოპმენტის შესახებ, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ვორდპრესის ძირითად თემებსა და დასაქმების შესაძლებლობებს.

შეხვედრის მომხსენებელი იქნება ნუკრი ტუსიშვილი-პროდუქტ მენეჯერი Webiz Georgia-ში, რომელიც გაგიზიარებთ პირად გამოცდილებასა და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ვებ-დეველოპმენტის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა და რატომ არის აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვანი.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრის ბმულის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/HxgvgRQVeA8J1B46A

შეხვედრის ბმულს მიიღებთ შეხვედრამდე 2 საათით ადრე

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.”
დრო: 14 აპრილი, 20:00 საათი

Facebook გვერდი