მენიუ დახურვა

ონლაინ შეხვედრების სესიები “ტექ პროფესიები”-გრაფიკული დიზაინი

11 დეკემბრიდან ევროკავშირის პროგრამის EU4G-სა და Skills4Jobs-ის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი იწყებს ონლაინ შეხვედრების სესიებს “ტექ პროფესიები”.

11 დეკემბერს, 18:00 საათზე, აღნიშნული სესიების ფარგლებში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა გრაფიკული დიზაინის შესახებ, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გრაფიკული დიზაინის ძირითად თემებსა და დასაქმების შესაძლებლობებს.

21-ე საუკუნეში გრაფიკული დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურ საქმიანობაში მისი გამოყენების აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა. ონლაინ შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • რა არის გრაფიკული დიზაინი;
  • გრაფიკული დიზაინის მიმართულებები;
  • რა პერსპექტივებია დასაქმების მხრივ აღნიშნულ სფეროში;

შეხვედრის მომხსენებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით.

ბმულის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/c7tjsFZfEbZEz42PA
შეხვედრის ბმულს მიიღებთ შეხვედრამდე 2 საათით ადრე

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

დრო: 11 დეკემბერი, 18:00 საათი