მენიუ დახურვა

ონლაინ შეხვედრა: Startup school – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად. 

17 დეკემბერს 17:00 საათზე, ევროკავშირის Skills4Jobs- პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ორგანიზებით, IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა: Startup school – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად. ღონისძიება Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებშია და მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს განუვითაროს სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას. პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Techstars-ის სტარტაპ კვირეულის ფარგლებში ერთდღიანი ინტენსიური სტარტაპ შეხვედრის სახით განხორციელდება.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და დაეუფლონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეებს მენტორობას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი.

ვის შეუძლია შეხვედრაზე დასწრება?

სკოლის მოსწავლეებს, (IX-XII კლასები) რომლებსაც სურვილი აქვთ, მიიღონ საბაზისო ცოდნა მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის პროცედურების შესახებ.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/8aKzywW7Y4LFEsVq8

რეგისტრაციის ვადა: 17 დეკემბერი, 15:00 სთ.

დრო: 17 დეკემბერი, 17:00-20:00 საათი

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ხორციელდება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

ვრცლად Techstars-ის სტარტაპ კვირეულის შესახებ:

Techstars-ის სტარტაპ კვირეული 13 დეკემბერს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემს. სტარტაპ კვირეული 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრი ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

2010 წლიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და კიდევ 80 სხვა ქალაქი, რომელთაც თბილისი უკვე მეორე წელია შეუერთდა. Techstars-ის სტარტაპ კვირეული კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.