მენიუ დახურვა

მოსამზადებელი კურსი პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს მოსამზადებელ კურსს პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2023, რომელზეც შესაძლებლობა გექნებათ სრულად დაეუფლოთ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.

კურსზე სწავლისას მონაწილეებს შეხება ექნებათ შემდეგ სფეროებთან: სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ., რომელთა გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციური დასახლებების აწყობა.

საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2023 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით. კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.

Moon Camp Challenge დაყოფილია სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიად. კურსის მონაწილეები მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის, რომელიც განკუთვნილია 13-და 19 წლამდე ასაკის მონაწილეებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ

  • შექმნან საკუთარი დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
  • შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
  • გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
  • იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.

კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში დაეხმარება და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.

გარდა ამისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებს ჩაუტარებენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

13-დან 19-წლამდე ასაკის დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და უფრო მეტად განვითარების სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 25 თებერვლისა. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 6 კაცი

კურსის სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/SxQMZ1Fi7hoyBUE87

მონაწილეობა უფასოა. ტრენინგები გაიმართება ონლაინ

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) , ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით.