მენიუ დახურვა

ილიაუნის პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” GRACE HOPPER AWARD პროგრამის სამ ფინალისტს შორის მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” GRACE HOPPER AWARD ქალების გაძლიერების პროგრამის განკუთვნილ კატეგორიაში სამ ფინალისტს შორის მოხვდა. 

პროგრამებისთვის განკუთვნილი ჯილდო ენიჭება გამორჩეული პროგრამას, პროექტს ან ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს გოგოებისა და ქალების მონაწილეობას ტექნოლოგიების სფეროში და მათი უნარ-ჩვევების განვითარებას.

კატეგორიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ:https://www.ictwomen.ge/finalists

გრეის ჰოპერის ჯილდო ხორციელდება საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისისთან პარტნიორობით. ჯილდო დაწესდა ICT სფეროში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაკუთრებული წვლილის აღიარებისთვის. პროგრამის მხარდამჭერები ასევე არიან: ვიზა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, იუჯითი, მეიჯორელ ჯორჯია აჭარა ჯგუფი, ლინეატი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა და საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო.

 ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ICT კლასტერისადა ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.

პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და მასში ამ ეტაპზე ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის მისიაა საქართველოს რეგიონებში ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაცია, მათ მიმართ ინტერესის გაღვივება, მოწინავე ტექნოლოგიური ცოდნითა და უნარებით მოსწავლეებისა და სტუდენტების აღჭურვა და ახალი ტექპროდუქტების შექმნის ხელშეწყობა.