მენიუ დახურვა

ილიაუნის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული რეგიონებში

2023 წლის 24-29 აპრილს ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ ეგიდით გაიმართა ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული პროფესიული უნარების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებას. 

კვირეული რეგიონული მასშტაბით გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკების ბაზებზე:

  • 24 აპრილი – გურჯაანი, გურჯაანის ტექნოპარკი;
  • 24 აპრილი – თელავი, თელავის ტექნოპარკი; 
  • 25 აპრილი – კასპი, კასპის ტექნოპარკი; 
  • 27 აპრილი – ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი; 
  • 27 აპრილი – ზუგდიდი, ზუგდიდის ტექნოპარკი;
  • 28 აპრილი – ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • 29 აპრილი – ბათუმი, ბათუმის ტექნოპარკი; 
  • 29 აპრილი – ახმეტა, ახმეტის ინოვაციების ცენტრი.

ზემოხსენებულ ქალაქებში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომლებზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მიმართულების ადგილობრივი კომპანიები. კომპანიების წარმომადგენლებმა  ბენეფიციარებს, დაინტერესებულ პირებს გაუზიარეს თავიანთი სერვისები, დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმები, ინფორმაცია სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებს შეხვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები:

  • ჯუანშერ ჯეჯელავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით;
  • ნინო ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით;
  • გია ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ასტრონომიის მიმართულებით;
  • მაია თოდუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის მიმართულებით;
  • ზურაბ ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის, კონსერვაციული ბიოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით;
  • მიხეილ ლობჯანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ მკვლევარი;
  • ლაშა სუხიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გეოგრაფიის მიმართულებით;
  • შოთა ჯაფარაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი;
  • ზურაბ ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა წარადგინეს საკუთარი პროექტები და ახალი სკოლების მონაწილებს, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს კლუბში შეძენილი გამოცდილება;

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის 770 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა სერტიფიკატებით WordPress დეველოპმენტის, პროგრამირება პითონით, 3D მოდელირების, გრაფიკული დიზაინისა და UI/UX დიზაინის კურსების წარმატებით დასრულებისთვის.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.

პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ  ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 91 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბებში ჩართული მოსწავლეებისთვის