მენიუ დახურვა

იდეათონი-“ციფრული ტრანსფორმაცია- შრომის ბაზარი და განათლება”

ევროკავშირის მხარდაჭერით, 29 ივნისს, GITA • Tech Park-ში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრისა და საქართველოს Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი-ის თანაორგანიზებით კლუბების წევრი მოსწავლეებისთვის გაიმართა იდეათონი თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია- შრომის ბაზარი და განათლება”.

ღონისძიება გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ICT კლასტერის დირექტორი,მარიამ სუმბაძე, საქართველოს კარიტასის დირექტორი, ანაჰით მხოიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ მღებრიშვილი, ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი, მერაბ ლაბაძე.

დღის პირველი ნაწილი მოხსენებებსა და ლექციებს დაეთმო, ხოლო დღის მეორე ნახევარი-იდეათონს, რომელშც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კარიტასის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრისა და ტექნოლოგიური კლუბების მოსწავლეებმა.

ფორუმს დაესწრნენ სხვადასხვა სამთავრობო, ბიზნეს , საკონსულტაციო და აკადემიური ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ძირითად წარმატებებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას თითოეული სექტორი ჩვენს ეპოქაში.

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.