მენიუ დახურვა

ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული

ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული, ტექნოპარკის ორგანიზებით 9-12 დეკემბერს ჩატარდება

ევროკავშირის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკისა და Smart Digital-ის ორგანიზებით, 2022 წლის 9-12 დეკემბერს იმართება „ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული”, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ტექნოლოგიებითა და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას.

„ზუგდიდის ტექნოლოგიური კვირეული” ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით 4 დღის განმავლობაში ზუგდიდის ტექნოპარკში, სადაც მონაწილეები შეისწავლიან დრონების მართვას, გაეცნობიან ელექტრო ინჟინერიის საწყისებსა და Arduino-ს მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპებს.

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა საველე გასვლა, სადაც მონაწილეები ჩაერთვებიან დრონების მართვის პრაქტიკულ ვორქშოპში.

ვის შეუძლია ტრენინგებში მონაწილეობა?

ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 დან 18 წლამდე დაინტერესებულ პირებს, ვისაც აქვთ მოტივაცია და სურვილი დაეუფლონ ახალ მიმართულებებს.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმა:https://forms.gle/BBEVd4RazvbBhmbu7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 დეკემბერი, 23:59

პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.მონაწილეები შეირჩევიან გამოცდილებისა და პირადი მოტივაციის საფუძველზე.

ტრენინგების თარიღები- 9-10-11-12 დეკემბერი.

ადგილმდებარეობა: ზუგდიდის ტექნოპარკი