მენიუ დახურვა

ახმეტის სკოლების ტექნოლოგური კლუბების ქსელის მონაწილეების პროექტები

ახმეტის სკოლების ტექნოლოგური კლუბების ქსელის მონაწილეებმა საბოლოო პროექტი, ტრენერის ჟანა ქისტაურის ხელმძვანელობით შეიმუშავეს და მათი საყვარელი თამაში ფურცლიდან კომპიუტერში გადაიტანეს.

პროექტის წერა ოთხი სესიის განმავლობაში მინდინარეობდა, აქედან პირველი ორი სესია იყო პროექტზე მუშაობის მოსამზადებელი სესიები, ხოლო ბოლო ორი სესია უკვე დასკვნითი სესიები, სადაც მონაწილეებმა წყვილებში, ხელმძღვანელის მენტორობით დაწერეს საბოლოო პროექტი, რომელიც იყო ყველასათვის საყვარელი თამაში – Tic-tac-toe (იგივე იქისიკი და ნულიკი).

„როცა მოსწავლეებს ამ პროექტის შესახებ ვუთხარი ძალიან გაუხარდათ, რადგანაც აინტერესებდათ როგორ შეიძლებოდა იმ თამაშის კომპიუტერში გადატანა, რომელსაც ბავშვობაში ფურცელზე თამაშობდნენ.პროექტზე მუშაობა დავიწყეთ მისი გეგმის გაცნობით, გააზრებით და პუნქტებად დაყოფით. პროგრამირებისთვის გამოვიყენეთ მონაწილეებისთვის სრულიად ახალი ონლაინ პლატფორმა – replit, რათა მიჩვეულიყვნენ განსხვავებულ გარემოზე მუშაობას და თანაც უზრუნველყოფილიყო მათ მიერ დაწერილი პროგრამის შენახვა საკუთარ ანგარიშებზე. პროექტზე მუშაობისას ვცდილობდი მონაწილეებისთვის ამეხსნა თითოეული პუნქტის მნიშვნელობა, რათა გააზრებულად დაეწერათ ყველაფერი.ახმეტის პირველ და მეორე სკოლებში სესიები მიმდინარეობდა ონლაინ, ვფიქრობდი რომ მონაწილეებს გაუჭირდებოდათ ასე მუშაობა, მაგრამ საბედნიეროდ მათ გადალახეს ბევრი დაბრკოლება და მაინც შეძლეს პროექტის ბოლომდე მიყვანა. თამაშის შექმნისას მონაწილეებისთვის ყველაზე სახალისო ეტაპი იყო მისი ტესტირების პროცესი და საბოლოოდ მათ მიერ დაწერილი თამაშის მეგობრებთან ერთად თამაში”

-ამბობს ახმეტის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ტრენერი ჟანა ქისტაური