მენიუ დახურვა

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება კასპის ტექნოპარკში

ევროკავშირის მხარდაჭერით , ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის Youth Tech Clubs Network • ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 2022 წლის 12 მარტს კასპის ტექნოპარკში

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: კასპის #1 საჯარო სკოლის, კასპის #2 საჯარო სკოლისა და სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის გადაეცათ.

მონაწილეები ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმომადგენლებმა,ტრენერმა ბაჩანა ბალიაშვილმა,დავით ჭეჭელაშვილმა და კასპის ინოვაციების ცენტრის მენეჯერმა ხატია ბაინდურაშვილმა დააჯილდოვეს.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.”