მენიუ დახურვა

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

ევროკავშირის მხარდაჭერით, 2022 წლის 7 მარტს, გურჯაანის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ახაშნის საჯარო სკოლის, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლისა და გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პროგრამირებისა და ტექმეწარმეობის კურსების წარმატებით გავლისთვის გადაეცათ.

მონაწილეები ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წარმომადგენლებმა, პროქტის მენეჯერმა ქეთევან დარახველიძემ, პროგრამის კოორდინატორმა და ტექნიკურმა მრჩეველმა ავთანდილ მღებრიშვილმა, მონიტორინგის კოორდინატორმა ფატი წერეთელმა და გურჯაანის ინოვაციების ცენტრის მენეჯერმა ელენე გოგოლაშვილმა დააჯილდოვეს.

„ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტმა გვიჩვენა, რომ რეგიონებში საკმაოდ დიდია პოტენციალი და მოთხოვნა ტექნოლოგიების განვითარების მხრივ. შესაბამისად აღნიშნული ტიპის ტრენინგები კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართულობასა და პროფესიულ ზრდას.”- ქეთევან დარახველიძე, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მენეჯერი

🗣️„აღნიშნული ტიპის ტრენინგები ხელს უწყობს პროგრამირების, ტექმეწარმეობის,რობოტექნიკის, დიზაინისა თუ სხვა მიმართულების მოთხოვნადი პროფესიების კლუბების განვითარებას, რომელიც რეგიონებეისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. უამრავ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი უნარები და იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ.” ავთანდილ მღებრიშვილი,ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კოორდინატორი და ტექნიკური მრჩეველი.

„აღნიშნული ტიპის ტრენინგები ხელს უწყობს პროგრამირების, ტექმეწარმეობის,რობოტექნიკის, დიზაინისა თუ სხვა მიმართულების მოთხოვნადი პროფესიების კლუბების განვითარებას, რომელიც რეგიონებეისთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. უამრავ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი უნარები და იმუშაონ ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ.”-ავთანდილ მღებრიშვილი,ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის კოორდინატორი და ტექნიკური მრჩეველი.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.”