მენიუ დახურვა

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლებისთვის იწყება მოსამზადებელ კურსი The Moon Camp Challenge 2022-სთვის

26 თებერვლიდან ევროკავშირის პროგრამის EU4G-სა და Skills4Jobs-ის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლებისთვის იწყება მოსამზადებელ კურსი The Moon Camp Challenge 2022-სთვის, რომელზეც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად დაეუფლონ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.

კურსზე სწავლისას მონაწილეებს შეხება ექნებათ შემდეგ სფეროებთან: სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ., რომელთა გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციური დასახლებების აწყობა.

საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2022 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA – European Space Agency ) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით. კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად.

Moon Camp Challenge დაყოფილია სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიად. კურსის მონაწილეები მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის, რომელიც განკუთვნილია 15-დან 19 წლამდე ასაკის მონაწილეებისთვის.

კურსს გაუძღვება ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში დაეხმარება და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებს ჩაუტარებენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლების 15-დან 19-წლამდე მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და მოტივაცია მეტად განვითარდნენ.

(15 წელზე პატარა მონაწილეები დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ გუნდის წევრების რაოდენობის ნახევარი შეესაბამება ასაკობრივ კატეგორიას)

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 24 თებერვლისა.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის წევრი მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია გუნდურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა 6 კაცი.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/n6BmKXd86Vo5eap26

მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგები გაიმართება 26 თებერვლიდან 25 აპრილამდე, ყოველ შაბათ-კვირას, 13:00 საათზე.

საინფორმაციო შეხვედრა კურსის შესახებ გაიმართება 13 თებერვალს, 12:00 საათზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge