მენიუ დახურვა

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი სკოლებისთვის მიღებას აცხადებს

2021 წლის 26 თებერვლიდან  10 მარტამდე საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებისთვის ცხადდება რეგისტრაცია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანების მიზნით.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონების 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი არ ითვალისწინებს სკოლების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებსა და კურიკულუმს, ჩატარდება სპეციალური ტრენინგი კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ბაზრობებზე, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.

ვის შეუძლია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანება?

როექტში სკოლების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება.

პირველ წელს შეირჩევა ის სკოლები, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო. Პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. Სკოლებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცენტრების ჩამონათვალი:

  • ბათუმის ტექნოპარკი – ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15;
  • ზუგდიდის ტექნოპარკი -ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. N1, სოხუმის ქ. N2;
  • ბაღდათის ინოვაციების ცენტრი – რუსთაველის ქუჩა N68;
  • ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი – ხარაგაული;
  • თელავის ტექნოპარკი –  ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11;
  • გურჯაანის ინოვაციების ცენტრი – ქ. გურჯაანი, კოსტავას ქუჩა;
  • ახმეტის ინოვაციების ცენტრი – ქ. ახმეტა, ჭანტურიას ქ. N1;
  • კასპის ინოვაციების ცენტრი – ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქუჩა.

როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 10 მარტისა.

სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/3dp28ik

აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2021 წლის 20 მარტისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

FB – https://www.facebook.com/TechClubsNetwork

ტელ.:   511 615 111 – ტრენინგების კოორდინატორი ნათია ცხოვრებაშვილი