მენიუ დახურვა

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის შექმნა

„ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით 2020 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. პროექტს მართავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ის მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეკრულების შესაბამისად (SRPC). პროექტის მთლიანი ღირებულებაა 820,000.00 ევრო, ევროკავშირის შენატანი კი – 656,020.00 ევროა.

პროექტი დაფინასებულია პროგრამა ‘Skills4Jobs’ -ის ფარგლებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ის მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეკრულების შესაბამისად (SRPC). პროექტის მთლიანი ღირებულებაა 820,000.00 ევრო, ევროკავშირის შენატანი კი 656,020.00 ევროა. პროექტის დასრულების თარიღია: 18.11.2023

პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით და  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს 100 რეგიონულ საჯარო სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტექნოლოგიური კლუბის შექმნა, ტექკლუბის წევრებისთვის ახალი რელევანტური ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა ტრენინგებისა და ვორკშოპების მეშვეობით, ტექნოლოგიური შრომითი ბაზრისთვის კვალიფიციური პერსონალის განვითარება, დასაქმების ფორუმებისა და კონკურსების მოწყობა, კლუბების ქსელის შეგნით ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავება.  

პროექტის ფარგლებში სკოლა იღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებს და კურიკულუმს, სპეციალურ ტრენინგს კლუბის შექმნისა და მართვისთვის. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას იღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.

კლუბების ფუნქციონირება და განვითარება სპეციალური ვებ-პლატფორმის საშუალებით მოხდება, რომელიც შეიქმნება აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ISU), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, განმტკიცდება სექტორული პარტნიორობა მონაწილე ორგანიზაციებს შორის, გაჩნდება ახალი პარტნიორობა, შეიქმნება ონლაინ-სივრცე როგორც კლუბების დაინტერესებულ მენტორებთან დასაკავშირებლად, ისე IT და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. 2000-მდე ახალგაზრდა (ძირითადად საშუალო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები) შეიძენენ პროგრამირების და ტექნოლოგიური მეწარმეობის საბაზისო უნარებს. კლუბის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული სკოლისთვის. კლუბის წევრებისთვის მოეწყობა რეგიონალური კონკურსები, ყოველწლიური ეროვნული კონფერენციები და კარიერული ბაზრობები.

ტექნოლოგიური კლუბის მუშაობის თემატიკა ეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც ციფრულ უნარებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას შეიცავს. ტექკლუბების წინაშე არსებული ამოცანების შესრულების ხელშესაწყობად „ახალგაზრდული კოდირებისა და ტექ 

მეწარმეობის კლუბების ქსელის განვითარების“ პროექტის ფარგლებში მომზადდება 10 ტრენინგ კურსი და გადამზადდებიან ტრენერები მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის ფარგლებში მომზადებული და დანერგილი კურსები:

  1. პროგრამირება პითონით
  2. კომპიუტერული გრაფიკა
  3. ვებ დეველოპმენტი WordPress-ის ბაზაზე
  4. UX/UI დიზაინი
  5. 3D მოდელირება
  6. ტექნოლოგიური მეწარმეობა 
  7. მონაცემთა ვიზუალიზაცია
  8. მონაცემთა ანალიზი
  9. აპლიკაციის დეველოპმენტი
  10. Front-End პროგრამირება

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთევან დარახველიძე, პროექტის მენეჯერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელ.ფოსტა: development@iliauni.edu.ge