მენიუ დახურვა

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული 24-29 აპრილი

ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 24-29 აპრილს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული გაიმართება

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული იმართება პროფესიული უნარების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებას.

აღნიშნული კვირეული რეგიონალური მასშტაბით იმართება შემდეგ ლოკაციებზე:

  • 24 აპრილი-გურჯაანი, გურჯაანის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
  • 24 აპრილი- თელავი, თელავის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 11:30 საათი;
  • 25 აპრილი-კასპი,კასპის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
  • 27 აპრილი-ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
  • 27 აპრილი-ზუგდიდი, ზუგდიდის ტექნოპარკი; დაწყების დრო:13:00 საათი;
  •  28 აპრილი-ქუთაისი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი; დაწყების დრო: 13:30 საათი;
  • 29 აპრილი-ბათუმი, ბათუმის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
  • 29 აპრილი-ახმეტა,ახმეტის ინოვაციების ცენტრი; დაწყების დრო: 11:00 საათი

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა:

  • ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიების დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადსხვა ტექნოლოგიური მიმართულების კომპანია და ბენეფიციარებს, დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ თავიანთ სერვისებს, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლო პროგრამებს;
  • შეხვედრა ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლებთან-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას,ესაუბრებიან ტექნოლოგური და ინოვაციური პროფესიების არსებული შესაძლებლობების შესახებ;
  • „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს წარმატებული კურსდამთავრებული მონაწილეების მიერ პროექტების პრეზენტაცია და გამოცდილების გაზიარება;
  • „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოება.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული სკოლის მოსწავლეებისთვის